Facebook-ი მუსიკალურ აპლიკაციას ქმნის

Facebook-ი ახალ აპლიკაცია Lasso-ს ქმნის. სოცქსელი იმე დოვნებს, რომ მუსიკალური პროდუქტით თინეიჯერების ყურადღებას მიიპყრობს. ამის შესახებ The Verge-ი წერს.
ირკვევა, რომ აპლიკაცია TikTok-ის კონკურენტი იქნება. TikTok-ის, იგივე Musical.ly-ს ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 60 მილიონია. აპლიკაცია ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა ByteDance-მა 1 მილიარდ დოლარად შეიძინა, რის შემდეგაც პროდუქტს სახელი შეუცვალა.
უცნობია როდის იგეგმება აპლიკაციის პრეზენტაცია. გამოცემის ინფორმაციით, პროდუქტის შემქნაზე Facebook-ის კოლექტივი მუშაობს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა სოცქსელის მომხმარებლებს საშუალება მისცა „სთორისა“ და ახალი ამბების კედელზე (News Feed) ატვირთულ მასალას თან მუსიკა დაურთონ.
წყარო