Header Ads

Twitter-ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რიცხვი 9 მილიონით შემცირდა

Twitter

ბოლო კვარტალში Twitter-მა ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების დიდი რაოდენობა დაკარგა. ლაპარაკია 9 მილიონ ექაუნთზე. ამის შესახებ The Verge-ი წერს

გამოცემის ინფორმაციით, მიკრობლოგის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რიცხვი 335-დან 326 მილიონამდე დაეცა. მიუხედავად ამისა, ირკვევა, რომ მიკრობლოგის ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობას არაფერი ემუქრება და მათი რიცხვი მზარდია. 

ეს Twitter-ისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან რამდენიმე დღის წინ Twitter-მა ყალბი ანგარიშები გამოავლინა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს გვერდები რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირდება და მათი მთავარი მიზანი პროპაგანდაა. 

ჯერ კიდევ ზაფხულში მიკრობლოგის გადაწყვეტილებით 70 მილიონი მომხმარებლის პირადი ანგარიში დაიბლოკა.  მოგვიანებით კი კომპანიამ დაბლოკილი ექაუნთების წაშლის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი ამ შეთხვევაში ყალბ ამბებთან ბრძოლა გახდა.

Twitter lost 9 MILLION users last quarter — way more than ever pic.twitter.com/RaBwviLDEW

— Rani Molla (@ranimolla) October 25, 2018წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.