სავჩენკოს წინასწარი პატიმრობა 23 დეკემბრამდე გაუხანგრძლივეს

კიევის შევჩეკოს რაიონულმა სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკოს წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატი პატიმრობაში 23 დეკემბრამდე დარჩება. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
სავჩენკო მარტში ტერორიზმსა და სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მანამდე მას პარლამენტმა სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა.
წყარო