Header Ads

საბერძნეთში ტყე ისევ იწვის

ათობით სახანძრო ჯგუფი საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონში ტყის ხანძარს ებრძვის. ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. ამჟამად ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 30 სახანძრო მანქანა და 4 თვითმფრინავია ჩართული. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სიტუაციას ძლიერი ქარიც ართულებს. ცეცხლი ამ ეტაპზე სამ კილომეტრზეა გავრცელებული. რეგიონში გადაიკეტა საავტომობილო გზები, მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

მიუხედავად მეხანძრეების თავდაუზოგავი შრომისა, სიტუაცია უკონტროლოა. დასახლებაში ტყე სრულად დაიწვა, ამ დროისთვის მოსახლეობას საშიშროება არ ემუქრება, - ამბობს ქალაქ სიტონიის მერიის წარმომადგენელი.

ივლისში საბერძნეთში, ათენსა და კორინთს შორის მდებარე დასახლებასთან, კინეტასთან ახლოს, გერმანიის მთაზე ცეცხლი ფიჭვნარს გაუჩნდა, მოგვიანებით კი, ის დასახლებულ ადგილსაც მიუახლოვდა.

საბერძნეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა, ნიკოს ტოსკასმა ხანძრის მიზეზად ცეცხლის განზრახ წაკიდება დაასახელა. ბოლო მონაცემებით, ივლისში ხანძარმა სულ მცირე 91 ადამიანი იმსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.