ამ წუთებში აეროპორტში სპეცოპერაციაა -ქუთაისი-ვარშავის რეისზე ბომბს ეძებენ
ქუთაისი-ვარშავის რეისზე სამართალდამცველები ბომბს ეძებენ. სპეცოპერაცია ამ წუთებში ბუქარესტის აეროპორტში მიმდინარეობს. ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქში მიფრინავდა ბუქარესტში ავარიულად დაეშვა. მიზეზი, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ქუთაისის აეროპორტში შესული შეტყობინება გახდა.
ამ წუთებში თვითმფრინავიდან 173-ვე მგზავრი ევაკუირებულია. ბუქარესტის აეროპორტში სამართალდამცველების გარდა მობილიზებული არიან მეხანძრეები და მედიკოსები.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ბომბის ძებნა ბორტზე ჯერ კიდევ ჰაერში დაიწყეს. ბუქარესტში კი თვითმფრინავს ანტიტერორისტული სამსახური დახვდა. მგზავრები უკვე ერთი საათია, აეროპორტში იმყოფებიან მათ შორის უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.