Header Ads

ნავთლუღში ხანძარს 66 წლის ქალი ემსხვერპლა

ხანძარი ნავთლუღში
თბილისში ნავთლუღის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 66 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინება. უწყების ცნობით, ცეცხლი სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა
ძლიერი დაკვამლიანების გამო, საჭირო გახდა საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია. მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს
დამწვარია 60 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი. ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო - სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური.
წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.