ზალკალიანი: აგვისტოს ომზე ხელისუფლების და ზურაბიშვილის პოზიცია თანხვედრაშია

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, მას სალომე ზურაბიშვილის წიგნი, რომელზეც ევროპული საქართველო განცხადებას ავრცელებს, წაკითხული არ აქვს. დღეს ევროპულმა საქართველომ განაცხადა, რომ ეთნოწმენდის და ოკუპაციის გამო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში შეტანილ სარჩელზე რუსეთმა წარადგინა საპასუხო სარჩელი, რომელშიც ერთ-ერთ არგუმენტად იყენებს ციტატებს სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან.
დავით ზალკალიანის განცხადებით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ბოლო განმარტებები და ხელისუფლების პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა.
'საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიცია საერთაშორისო სამართალთან იყოს სრულ შესაბამისობაში. ყველა პროცესი, რომელიც დაწყებული გვაქვს საერთაშორისო ფორმატში, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებისგან', - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დავით ბაქრაძის ეს განცხადება სიცრუეა.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოდან შესაბამისი ამონაწერი წარადგინა. ბაქრაძის თქმით, ზურაბიშვილის განცხადებები არის საშიში და ზიანის მომტანი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და საშიში საქართველოს გაერთიანების პერსპექტივისთვის.
სტატიის გაგრძელებაწყარო