Header Ads

მარინ ლე პენის დისშვილმა ულტრამემარჯვენე ლიდერების ინსტიტუტი გახსნა

მარიონ მარეშალ-ლე პენი

საფრანგეთის მემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის დისშვილმა, მარიონ მარეშალ-ლე პენმა პოლიტიკურ ლიდერთა ინსტიტუტი გახსნა. ამის შესახებ Aljazeera წერს. 

საფრანგეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატის თქმით, ქალაქ ლიონში არსებულ ინსტიტუტში, ISSEP-ში პოლიტიკოსებსა და ეკონომისტებს „ახალი მიდგომებით“ გადაამზადებენ, თუმცა კრიტიკოსების აზრით, ჩანაფიქრი მიზნად ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის გავრცელებასა და საინფორმაციო ომის წარმართვას ისახავს მიზნად. 

მარიონ მარეშალ-ლე პენმა პოლიტიკური საქმიანობა 2017 წელს დაასრულა. იქამდე მას „ნაციონალური ფრონტის“ მომავალ ლიდერად მოიზარებდნენ. ის პარტიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე იყო.

ანალიტიკოსების თქმით, მისი პოზიციები მეტი სიხისტით გამოირჩეოდა, ვიდრე მისი დეიდის, - მარინ ლე პენის.

გასული წლის მაისში საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა, რომელმაც დაამარცხა ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.