Header Ads

ტრამპი და ერდოღანი საუდელი ჟურნალისტის მკვლელობაზე განმარტებას მოითხოვენ

დონალდ ტრამპი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი

აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით საუბრისას შეთანხმდნენ, რომ საჭიროა საუდის არაბეთმა სრულად განმარტოს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტი. ამის შესახებ 'რადიო თავისუფლება' წერს.

მანამდე ერდოღანმა თქვა, რომ ხვალ გაამხელს მთელ სიმართლეს დისიდენტი ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაზე. საუდის არაბეთი თავდაპირველად აცხადებდა, რომ 60 წლის ჟურნალისტმა 2 ოქტომბერს უვნებელმა დატოვა საკონსულო, მაგრამ 20 ოქტომბერს აღიარა, რომ ის მოკლეს საკონსულოში. ამ ვერსიას ბევრი არ მიიჩნევს დამაჯერებლად. 

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაზე დამოუკიდებელ გამოძიებას ჩაატარებს.

საუდელი ჟურნალისტი 2018 წლის 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მეუღლესთან გაყრის შესახებ საბუთის ასაღებად მივიდა. ჯამალ ჰაშაღის საქმეზე მწვავე განცხადებები გაკეთდა ვაშინგტონსა და ბრიუსელში. დიდი შვიდეული სამიტზე კი ევროპელმა ლიდერებმა ერ-რიადს, ჟურნალისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, გამჭირვალე და დაუყოვნებლივი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.