Header Ads

რუსეთი ტრამპის გადაწყვეტილებას ბირთვული შეთანხმებიდან გასვლაზე სახიფათოდ აფასებს

კრემლი

კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მსოფლიოს უფრო სახიფათოს გახდის ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმებიდან ამერიკის შეერთებული შტატების გასვლა და რუსეთი მიმართავს ზომებს ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ბალანსის აღსადგენად. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მანამდე საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი რუსეთთან ბირთვულ იარაღზე შეთანხმების დატოვებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. გორბაჩოვის შეფასებით, ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიაში საერთაშორისო ინსტიტუტები უნდა ჩაერთონ, მათ შორის გაეროც. 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე დაადასტურა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი რუსეთთან ბირთვულ იარაღზე შეთანხმებას ტოვებს. შეთანხმებიდან დიდი ბრიტანეთიც გადის. 

ოქტომბერში რუსეთის არმიამ სტრატეგიული ბირთვული ძალების სწავლება ჩაატარა.

პენტაგონი აცხადებს, რომ რუსული ფრთოსანი რაკეტები - 'ნოვატორ 9-ემ 729', არღვევს 1987 წლის შეთანხმებას, რომელიც საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების თაობაზე გაფორმდა. თავდაცვის მდივანი ამბობს, რომ შეთანხმების პირობების მიხედვით, მიწიდან თუ ჰაერიდან, იკრძალება ყველა სახის ბირთვული თუ კონვენციური საშუალო რადიუსის რაკეტების გაშვება.

შეთანხმების პირობების დარღვევას რუსეთის კატეგორიულად უარყოფს. პენტაგონის ბრალდებების საპასუხოდ, მოსკოვში აცხადებენ, რომ ხელშეკრულება არა რუსეთმა, არამედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაარღვია და აღმოსავლეთ ევროპაში სარაკეტო თავდაცვის სისტემები განალაგა.

საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება (Intermediate-Range Nuclear Forces (INF)) სსრკ-ის მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს რონალდ რეიგანს შორის 1987 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა. ეს ცივი ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებად მიიჩნევა. მაშინ მოსკოვმა და ვაშინგტონმა უარი თქვა საშუალოდ ახლო მოქმედების ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების შექმნაზე და არსებულის განადგურებაზე შეთანხმდნენ. ასეთ რაკეტებს მიზნამდე მიღწევა რამდენიმე წუთში შეუძლიათ. 

შეთანხმების პრეამბულაში წერია, რომ მხარეებმა ამ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს, რადგან იაზრებენ, რომ 'ბირთვულ ომს მთელი კაცობრიობისთვის დამანგრეველი შედეგები ექნება'. შეთანხმება ხელმოწერისთანავე ამოქმედდა. 

კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მსოფლიოს უფრო სახიფათოს გახდის ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმებიდან ამერიკის შეერთებული შტატების გასვლა და რუსეთი მიმართავს ზომებს ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ბალანსის აღსადგენად. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მანამდე საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი რუსეთთან ბირთვულ იარაღზე შეთანხმების დატოვებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. გორბაჩოვის შეფასებით, ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიაში საერთაშორისო ინსტიტუტები უნდა ჩაერთონ, მათ შორის გაეროც. 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე დაადასტურა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი რუსეთთან ბირთვულ იარაღზე შეთანხმებას ტოვებს. შეთანხმებიდან დიდი ბრიტანეთიც გადის. 

ოქტომბერში რუსეთის არმიამ სტრატეგიული ბირთვული ძალების სწავლება ჩაატარა.

პენტაგონი აცხადებს, რომ რუსული ფრთოსანი რაკეტები - "ნოვატორ 9-ემ 729", არღვევს 1987 წლის შეთანხმებას, რომელიც საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების თაობაზე გაფორმდა. თავდაცვის მდივანი ამბობს, რომ შეთანხმების პირობების მიხედვით, მიწიდან თუ ჰაერიდან, იკრძალება ყველა სახის ბირთვული თუ კონვენციური საშუალო რადიუსის რაკეტების გაშვება.

შეთანხმების პირობების დარღვევას რუსეთის კატეგორიულად უარყოფს. პენტაგონის ბრალდებების საპასუხოდ, მოსკოვში აცხადებენ, რომ ხელშეკრულება არა რუსეთმა, არამედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაარღვია და აღმოსავლეთ ევროპაში სარაკეტო თავდაცვის სისტემები განალაგა.

საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება (Intermediate-Range Nuclear Forces (INF)) სსრკ-ის მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს რონალდ რეიგანს შორის 1987 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა. ეს ცივი ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებად მიიჩნევა. მაშინ მოსკოვმა და ვაშინგტონმა უარი თქვა საშუალოდ ახლო მოქმედების ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების შექმნაზე და არსებულის განადგურებაზე შეთანხმდნენ. ასეთ რაკეტებს მიზნამდე მიღწევა რამდენიმე წუთში შეუძლიათ. 

შეთანხმების პრეამბულაში წერია, რომ მხარეებმა ამ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს, რადგან იაზრებენ, რომ "ბირთვულ ომს მთელი კაცობრიობისთვის დამანგრეველი შედეგები ექნება". შეთანხმება ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.