თურქეთში დეზერტირმა სავაჭრო ცენტრში მძევლები აიყვანა

თურქეთის, ქალაქ გაზიანთეფში, სამხედრო ნაწილიდან გაქცეულმა შეიარაღებულმა ჯარისკაცმა სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები მძევლებად აიყვანა. ჯარისკაცი G3-ის ტიპის ავტომატით არის შეიარაღებული.
პოლიციამ ცენტრთან მისასვლელი გზა გადაკეტა. ცენტრთან მობილიზებულია სამედიცინო და სახანძრო სამსახურები. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები კი შეიარაღებულ სამხედროსთან მოლაპარაკებას აწარმოებენ.
წყარო