Header Ads

პარლამენტარებმა ყველაზე მეტჯერ ციხეში ვანო მერაბიშვილი მოინახულეს

მატროსოვის ციხე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის ვიცესპიკერის მიერ, 2017-2018 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით, დეპუტატების მიერ პატიმრების მონახულების 100 ბრძანებაა გაცემული. აქედან, 71-ჯერ პატიმრების მონახულების ნებართვით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ისარგებლეს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ყველაზე მეტჯერ 2017-2018 წლებში ჯამში, 25-ჯერ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მოინახულეს.

რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, ოპოზიციონერი დეპუტატები 5-ჯერ იმყოფებოდნენ, მათ შორის 2017 წლის 7 დეკემბერს ის გიგა ბოკერიამ, ხოლო 18 დეკემბერს გიორგი წერეთელმა მოინახულეს. რაც შეეხება 2018 წელს, ბაჩანა ახალაია 24 აპრილსა და 7 აგვისტოს ნიკანორ მელიამ ინახულა, ხოლო 20 აგვისტოს - თინა ბოკუჩავამ.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის მონახულების უფლებით ისარგებლეს შემდეგმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: სერგო რატიანმა, ოთარ კახიძემ, ელენე ხოშტარიამ, გიგა ბოკერიამ, აკაკი ბობოხიძემ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ირმა ნადირაშვილმა, თენგიზ გუნავამ, გიორგი კანდელაკმა, ნიკანორ მელიამ, გიორგი წერეთელმა, ირაკლი აბესაძემ, ირმა ინაშვილმა, თინა ბოკუჩავამ, ხათუნა გოგორიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვით ასევე ისარგებლეს „პატრიორთა ალიანსის წევრებმა: ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და ემზარ კვიციანმა. კერძოდ, ემზარ კვიციანმა 2018 წლის 31 ივლისს ინახულა პატიმარი მალხაზ კობაური, ირმა ინაშვილმა 9 იანვარს - თარხან გასვიანი, ხოლო გიორგი ლომიძე რამდენჯერმე ინახულა პატიმარი შიო კობიძე.

რაც შეეხება უმრავლესობის წევრებს, კონკრეტული პატიმრების მონახულების ნებართვა პარლამენტის თავმჯდომარისგან აიღეს მმართველი გუნდის შემდეგმა წევრებმა: დავით ჭიჭინაძემ, ალექსანდრე ერქვანიამ, ოთარ ჩრდილელმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, კობა კობალაძემ, ვიქტორ ჯაფარიძემ, არჩილ ხაბაძემ, დიმიტრი მხეიძემ და ირაკლი ბერაიამ.

რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომიისის წევრების მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლას პატიმრების გამოსაკითხად, მათ პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვით 5-ჯერ ისარგებლეს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.