Header Ads

Google-მა მომხმარებელს „მცურავი“ კლავიატურა შესთავაზა

Gboard

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Android მოწყობილობებზე „მცურავი“ კლავიატურა დაამატა. ამის შესახებ Engadget-ი წერს

Gboard v7.6 საცდელი ვერსია მომხმარებელს „ამოუწურავ“ შესაძლებლობებს სთავაზობს. განახლებული ვერსია საშუალებას იძლევა ეკრანზე კლავიატურა სურვილისამებრ გადაადგილონ, ზომა შეუცვალონ და გააფერმკრთალონ Android-ელებმა. 

სიახლე განსაკუთრებით მოსახერხებელი დიდეკრანიანი სმარტფონის მფლობელებისთვის არის. კლავიატურის განახლების შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.