გორბაჩოვი ტრამპს ბირთვული შეთანხმებიდან შესაძლო გასვლის გამო აკრიტიკებს

საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი რუსეთთან ბირთვულ იარაღზე შეთანხმების დატოვებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. გორბაჩოვის შეფასებით, ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიაში საერთაშორისო ინსტიტუტები უნდა ჩაერთონ, მათ შორის გაეროც. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გორბაჩოვის განცხადებით, თუ აშშ დატოვებს რუსეთთან ბირთვულ შეთანხმებას, ეს ბირთვულ განიარაღებაზე მიღწეული შეთანხმებისთვის დახარჯული ძალისხმევის უგულებელყოფა და მისი განულება იქნება.
გორბაჩოვის განცხადებით, თუ ახლანდელმა ლიდერებმა არ იციან რა ქნან, მაშინ თანამდებობები უნდა დატოვონ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე დაადასტურა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი რუსეთთან ბირთვულ იარაღზე შეთანხმებას ტოვებს. შეთანხმებიდან დიდი ბრიტანეთიც გადის.
ოქტომბერში რუსეთის არმიამ სტრატეგიული ბირთვული ძალების სწავლება ჩაატარა.
პენტაგონი აცხადებს, რომ რუსული ფრთოსანი რაკეტები - 'ნოვატორ 9-ემ 729' , არღვევს 1987 წლის შეთანხმებას, რომელიც საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების თაობაზე გაფორმდა. თავდაცვის მდივანი ამბობს, რომ შეთანხმების პირობების მიხედვით, მიწიდან თუ ჰაერიდან, იკრძალება ყველა სახის ბირთვული თუ კონვენციური საშუალო რადიუსის რაკეტების გაშვება.
შეთანხმების პირობების დარღვევას რუსეთის კატეგორიულად უარყოფს. პენტაგონის ბრალდებების საპასუხოდ, მოსკოვში აცხადებენ, რომ ხელშეკრულება არა რუსეთმა, არამედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაარღვია და აღმოსავლეთ ევროპაში სარაკეტო თავდაცვის სისტემები განალაგა.
საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება (Intermediate-Range Nuclear Forces (INF)) სსრკ-ის მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს რონალდ რეიგანს შორის 1987 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა. ეს ცივი ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებად მიიჩნევა. მაშინ მოსკოვმა და ვაშინგტონმა უარი თქვა საშუალოდ ახლო მოქმედების ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების შექმნაზე და არსებულის განადგურებაზე შეთანხმდნენ. ასეთ რაკეტებს მიზნამდე მიღწევა რამდენიმე წუთში შეუძლიათ.
შეთანხმების პრეამბულაში წერია, რომ მხარეებმა ამ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს, რამეთუ იაზრებენ, რომ 'ბირთვულ ომს მთელი კაცობრიობისთვის დამანგრეველი შედეგები ექნება'. შეთანხმება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.
საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი რუსეთთან ბირთვულ იარაღზე შეთანხმების დატოვებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. გორბაჩოვის შეფასებით, ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიაში საერთაშორისო ინსტიტუტები უნდა ჩაერთონ, მათ შორის გაეროც. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.გორბაჩოვის განცხადებით, თუ აშშ დატოვებს რუსეთთან ბირთვულ შეთანხმებას, ეს ბირთვულ განიარაღებაზე მიღწეული შეთანხმებისთვის დახარჯული ძალისხმევის უგულებელყოფა და მისი განულება იქნება.
გორბაჩოვის განცხადებით, თუ ახლანდელმა ლიდერებმა არ იციან რა ქნან, მაშინ თანამდებობები უნდა დატოვონ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე დაადასტურა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი რუსეთთან ბირთვულ იარაღზე შეთანხმებას ტოვებს. შეთანხმებიდან დიდი ბრიტანეთიც გადის.
ოქტომბერში რუსეთის არმიამ სტრატეგიული ბირთვული ძალების სწავლება ჩაატარა.
პენტაგონი აცხადებს, რომ რუსული ფრთოსანი რაკეტები - "ნოვატორ 9-ემ 729" , არღვევს 1987 წლის შეთანხმებას, რომელიც საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების თაობაზე გაფორმდა. თავდაცვის მდივანი ამბობს, რომ შეთანხმების პირობების მიხედვით, მიწიდან თუ ჰაერიდან, იკრძალება ყველა სახის ბირთვული თუ კონვენციური საშუალო რადიუსის რაკეტების გაშვება.
შეთანხმების პირობების დარღვევას რუსეთის კატეგორიულად უარყოფს. პენტაგონის ბრალდებების საპასუხოდ, მოსკოვში აცხადებენ, რომ ხელშეკრულება არა რუსეთმა, არამედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაარღვია და აღმოსავლეთ ევროპაში სარაკეტო თავდაცვის სისტემები განალაგა.
საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება (Intermediate-Range Nuclear Forces (INF)) სსრკ-ის მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს რონალდ რეიგანს შორის 1987 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა. ეს ცივი ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებად მიიჩნევა. მაშინ მოსკოვმა და ვაშინგტონმა უარი თქვა საშუალოდ ახლო მოქმედების ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების შექმნაზე და არსებულის განადგურებაზე შეთანხმდნენ. ასეთ რაკეტებს მიზნამდე მიღწევა რამდენიმე წუთში შეუძლიათ.
შეთანხმების პრეამბულაში წერია, რომ მხარეებმა ამ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს, რამეთუ იაზრებენ, რომ "ბირთვულ ომს მთელი კაცობრიობისთვის დამანგრეველი შედეგები ექნება". შეთანხმება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.წყარო