Header Ads

"ვეძებ ფულს, რომელიც მედო ჩანთაში და აღარაა" - ირინა სარიშვილი




ირინა სარიშვილი თანხის დაკარგვის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
"გუშინდელი საღამოდან ვქექავ ჩანთას, გადავატრიალე მთელი სახლი, ვეძებ ფულს, ჩემთვის ბევრს და ვიღაცისთვის ალბათ ცოტას, რომელიც მედო ჩანთაში და აღარაა... ალბათ ქუჩაში ამოვაყოლე რაღაცას და ვინც შეეფეთება ჰალალი იყოს.

ეხლა ვზივარ და ვფიქრობ ჩემთვის – ვინ იცის რას ვარ გადარჩენილი. ეგებ ამ ფულით სემიჩქა უნდა მეყიდა, გადამცდენოდა და დავმხრჩვალიყავი, ან ტაქსში ჩავმჯდარიყავი და ავარიაში მოვყოლილიყავი ან რა ვიცი კიდე რა... მოკლედ დავასკვენი რო სიკვდილს ვარ გადარჩენილი და გმადლობ შენ ღმერთო რო ეს ფული დამაკარგვინე... ეხლა ბარემ ისე ქენი რო ცა გეიხსნას და რამე ისეთი კაი დემეცეს თავში რო სულ დამავიწყოს ამ ფულის დაკარგვის ამბავი. გეყურება ღმერთო?", -  წერს ირინა სარიშვილი.

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.