Header Ads

"არ მოვკვდე სიკვდილამდე" - ანა მაზანიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება




ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციის "ევროპა დონა საქართველოს" პრეზიდენტ ანა მაზანიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ანა მაზანიშვილს ყველა იცნობთ. ის ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციის „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტია. მისი ისტორია 2012 წლიდან დაიწყო, როდესაც მან აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი პატარა ზომის კვანძი სიმსივნედ გარდაიქმნა. იმ დრომდე კი იგი 6 თვეში ერთხელ ყოველთვის იმოწმებდა კვანძებს, რათა არ გართულებულიყო მისი მდგომარეობა. ანა მიხვდა, რომ დაავადების მუდმივი კონტროლი მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო, არ დანებდა და შეძლო გამკლავებოდა ამ პრობლემას, როგორც ფიზიკურად, ასევე, გონებრივად.

როგორც თავად აღნიშნავს: „დიაგნოზის გაგებიდან პირველი 15 წუთი იყო მომენტი, როდესაც სხეული თავისით ტიროდა. ეს არ იყო უბრალოდ ტირილის პროცესი. ეს იყო მომენტი, როდესაც ვაანალიზებდი, რომ ვკვდებოდი. სწორედ ამ დროს ხდება გონებაში ყველაფრის გადაფასება... სწორედ მაშინ, როდესაც ფაქტის წინაშე დავდექი, დავიწყე ფიქრი იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შემეძლო. აი, იმ 15 წუთის განმავლობაში გადავწყვიტე, რომ მე აუცილებლად უნდა მეცოცხლა.“

პრობლემის აღმოჩენიდან მალევე, ანამ გაიკეთა ოპერაცია, მკერდიდან მოიკვეთა სიმსივნე, გადალახა მისი ცხოვრების ურთულესი დაბრკოლება და მას შემდეგ, იგი თავად ცდილობს სხვების დახმარებას. 
ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მან აღნიშნა: „ოპერაციის შემდეგ, ჩემს პალატაში ტირილით შემოვიდა ლამაზი გოგო, რომელიც დავაიმედე და ვუთხარი, რომ ოპერაცია დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა და რომ გამოფხიზლების შემდეგ, მე დამინახავდა ისეთივე მომღიმარს, როგორც საუბრის მომენტში ვიყავი.„
ანა სხვებისთვის გახდა მისაბაძი მაგალითი. ის თითოეულ პაციენტთან ერთად გადის იმ სირთულეებს, რაც წლების წინ გადალახა.

ანა დღემდე უზიარებს ყველას სითბოსა და იმედის ნაწილს, იმ იმედისას, რომელიც თავად მას დაეხმარა სიმსივნის დამარცხებაში. ყველას უკვირდა მისი ასეთი შემართება, ხალასი და ბრძოლისუნარიანობა. ეს იყო მოტივაცია ყველასთვის, რომ ებრძოლათ თავიანთი სიცოცხლის გადასარჩენად.

ანა დღემდე ამ შემართებით აგრძელებს ბრძოლას შემდეგი დაბრკოლების გადასალახად - თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა. „როცა გონებამ გადაწყვიტა, რომ უნდა გაიმარჯვოს, აუცილებლად გაიმარჯვებს, ნუ შეეწინააღმდეგებით!” - ეს ანას სიტყვებია, რომელიც მზადაა მეორედ გაიაროს ურთულესი გზა, რათა გადარჩეს და მასთან ერთად შენარჩუნდეს ბევრი პაციენტის მომავალი. ახლა ანას სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა!

(ანა მაზანიშვილს თავში, მარცხენა საძილე არტერიის კლინოიდური სეგმენტის ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია თურქეთში, რომლის ღირებულებაც 24 000$-ს შეადგენს).

ანგარიშის ნომერი: 
საქართველოს ბანკი, GE55BG0000000894780200, მიმღები: ანა მაზანიშვილი. 
Bank Name: BANK OF GEORGIA
Account number: GE55BG0000000894780200
Account Holder Name: MAZANISHVILI ANA
IBAN NUMBER: COBADEFF
BIC (SWIFT) CODE: BAGAGE22
    Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.