სპეცოპერაცია თბილისსა და რუსთავში - ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
თბილისსა და რუსთავში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
"პირველს" შს სამინისტროდან აცნობეს, რომ სპეცოპერაციის დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
ქურდული სამყაროს წევრობას სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლი ითვალისწინებს, რისთვისაც სასჯელის ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.