Header Ads

"გირჩმა" ცესკო-ში ხელმოწერები ფაეტონით მიიტანა




ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებში დარეგისტრირების მოთხოვნით მიმართავს.
„გირჩმა“ ცესკო-ში ხელმოწერები ფაეტონით მიიტანა. ამასთან, მათივე თქმით, „ბატის ბუმბულით დაწერილი უსტარი“, ცესკომ-მ არ ჩიაბარა. ​მათ ცესკო-ში 28 000 მხარდამჭერის ხელმოწერა მიიტანეს და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დარეგისტრირების სურვილი გამოთქვეს. როგორც პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „გირჩი“ რეგისტრირებული იყო და მისი რეგისტრაცია პირადი განცხადების საფუძველზე გაუქმდა. ამიტომ, ჯაფარიძის განმარტებით, პოლიტიკურმა ცენტრმა კანონმდებლობის ყველა წესის დაცვით, 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის ნაცვლად, 28 000 წარადგინა.
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.