ანჯელინა ჯოლის ბავშვების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ
მსახიობი და გაეროს მშვიდობის ელჩი ანჯელინა ჯოლი, ბავშვების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ბრალდებებს უარყოფს. გამოცემა Vanity Fair-თან ინტევრიუში, ჯოლიმ მოყვა, თუ როგორ ირჩევდა კამბოჯაში ბავშვ მსახიობებს.
ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ისტორიაზე და ეხება კამბოჯელ წითელ კმერებს, რომელთა ძალადობას მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
First They Killed My Father-ს სიუჟეტი კამბოჯელი აქტივისტის, ლუნგ ანგის ამავე სახელწოდების მემუარებს ეყრდნობა. ეს ფილმი იქნება ჯოლის პირველი დებიუტი საკაბელო არხ Netflix-ზე
მსახიობის თქმით, ბავშვების როლზე მას არაპროფესიონალები სჭირდებოდა. ქასტინგზე მისულ ბავშვებს მაგიდაზე დატოვებული ფული უნდა მოეპარათ, შემდეგ კი მათ გაეკიდებოდნენ და მათ სიტყვიერად თავი უნდა ემართლებინათ.
შერჩევის მსგავს მეთოდზე სოცქსელებში დებატები გაიმართა და რამდენიმე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, მსახიობის მეთოდები გააკრიტიკა. ანჯელინა ჯოლის თქმით, ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, მისი სიტყვები სხვაგვარად შეფუთეს. "გადაღებაში ჩართული იყვნენ მშობლები, სახალხო დამცველი, ექიმები და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ზრუნავდნენ ბავშვებზე. ყველა დარწმუნებულები იტყვიან იმას, რომ არც ერთ ბავშვს მათთვის საფრთხის შემცველი არაფერი გაუკეთებია", - განაცხადა მსახიობმა