ოზურგეთში დაკარგული 31 წლის კაცის გვამი ზღვამ გამორიყა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში დაკარგული 31 წლის კაცის გვამი ზღვამ გონიოს სანაპიროზე გამორიყა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.
ახალგაზრდა სახლიდან 3 დღის წინ გავიდა და ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. გია ხვედელიძე სოფელში დედ-მამასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა.
გია ხვედელიძის ოჯახმა მიმართა ურეკის პოლიციას, ოჯახი თქმით მიმდინარეობდა საძიებო ღონისძიებები. გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში წუხელ მიასვენეს.