კრედიტისგან თავის დასაღწევად ჩინეთში ქალმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა
ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში მცხოვრებმა 59 წლის ჩჟუ ნაცუზინმა პლასტიკური ოპერაცია იმ მიზნით გაიკეთა, რომ ვალი არ გადაეხადა. როგორც აღმოჩნდა ქალს 3 მილიონ 700 000 დოლარის კრედიტი ჰქონდა აღებული. ინფორმაციას GlobanNews-ი ავრცელებს.
პოლიციამ ქალი მაშინ დააკავა, როცა ის მატარებლის ბილეთს იღებდა და ქვეყნის სამხრეთში გამგზავრებას აპირებდა. სამართალდამცავები გაოცებულები დარჩნენ, რადგან ჩჟუ ნაცუზინს 30 წლის ქალის შესახედაობა ჰქონდა.
ბოლო დროს, ქვეყნის ხელისუფლება შეშფოთებულია, რადგან მოსახლეობა სხვადასხვა გზებით მასიურად ცდილობს კრედიტის გადახდას თავი აარიდოს.