ოზურგეთში 31 წლის გია ხვედელიძე გაუჩინარდა
ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში 31 წლის მამაკაცს ეძებენ. ოჯახის ახლობლების თქმით, ახალგაზრდა სახლიდან 3 დღის წინ გავიდა და ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
გია ხვედელიძე სოფელში დედ-მამასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს.
,,ღამის სამი საათი იყო, ჯერ მანქანით გავიდა, შემდეგ მობრუნდა და ფეხით წავიდა. დაიბარა, რომ ნათესავი უნდა ენახა, თუმცა იმ ოჯახში არ საერთოდ არ მისულა“ - აცხადებს დაკარგულის ძმა გელა ხვედელიძე. მისი თქმით, საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ და არც კონფლიქტი ჰქონია ვინმესთან.
გია ხვედელიძის ოჯახმა უკვე მიმართა ურეკის პოლიციას, ოჯახის თქმით მიმდინარეობს საძიებო ღონისძიებები.
შრომის თემში გამგებლის წარმომადგენელი მაყვალა დარჩია ამბობს, რომ სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც, თუმცა მის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს:
როგორც დარჩია ამბობს, მშობლებმა განაცხადეს, რომ ბოლო დროს შვილი ცოტა არეული იყო, თუმცა იმ მომენტში ყურადღება არ მიუქცევიათ.