როგორ უნდა გამოიყურებოდეს მოვლილი ქალი
მანდოლოსნის გარეგნობის შეფასებაში ერთდროულად არის ჩართული რამოდენიმე კრიტერიუმი,რადგან გარეგნობაზე მარტო ერთი კომპონენტი არ მეტყველებს,ეს არის კომპონენტთა კომპლექტი,რაც საეთო ჯამში გვიქმნის ქალის გარეგნობაზე წარმოდგენას.მე არ ვსაუბრომ ქალის სილამაზეზე!მიმაჩნია,რომ ყველა ქალში არის რაღაც,რაც მას მომხიბვლელს ხდის,მთავარია მან ამის წარმოჩენა შეძლოს,თუმცა იყოს მოვლილი – ეს ყველას შეუძლია!და არ აქვს მნიშვნელობა მას როგორი ნაკვთები აქვს,როგორი სხეულის ფორმა და სიმაღლე…
დღევანდელი ადამიანის შეხედულებით ზუსტად მოვლილი ქალი იღებს უფრო კარგ შეფასებას,ვიდრე გინდაც ლამაზ ნაკვთიანი,თუმცა მოუვლელი.რას ნიშნავს იყო ‘მოვლილი’ ?ზუსტად ამ ნიუანსებზე მინდა საუბარი,რადგან თავის მოვლა ქალის სილამაზის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.
მოდით,ჩემ აზრს გაგაცნობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ჩამოვწერ პრიორიტეტების მიხედვით.
1. თმა
როგორც კვლევებმა აჩვენა,პირველი,რითიც ქალი ადამიანს ამახსოვრდება – ეს არის თმა.იგულისხმება თმის ფერი,ვარცხნილობა და რა თქმა უნდა მისი მდგომარეობა(სუფთა ან ჭუჭყიანი).მოვლილ ქალს,რა თქმა უნდა, გამოარჩევს მოვლილი თმა – მოვლილ ქალს ყოველთვის კარგი ვარცხნოლობა და მოვლილი თმა აქვს.არ არის აუცილებელი,მუდამ განსაკუთრებული ვარცხნილობა გვქონდეს,მთავარია თმა სუფთა იყოს და მოწესრიგებული.ისიც გასათვალისწინებელია,რომ ქალმა უნდა იცოდეს სიტუაცის შესაფერისი ვარცხნილობის შერჩევა.
2. წარბები
წარბის ფორმა ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია ქალის გარეგნობაში.წარბის ფორმა ზოგჯერ რადიკალურად ცვლის ქალის იერს,თუმცა ძალიან ძნელია შესაფერისი ფორმის ‘პოვნა’.მინახია რამოდენიმე გოგო,რომლის სახეც რადიკალურად შეცვლილა წარბების კორექციის შემდეგ.არ აქვს მნიშვნელობა კორექტირება არის შეტანილი წარბის ფორმაში თუ არა,მთავარია ის მუდამ აკურატული გქონდეთ,ამისათვის მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ სჭირდება წარბებს მოვლა ზედმეტი თმის მოცილება,რომელსაც ‘გაპუტვას’ ვუწოდებთ არაააკურატული წარბები ძალიან ცუდად ხვდება თვალში
3. სახის კანის მდგომარეობა
მოვლილ ქალს ყოველთვის აქვს სურვილი,რომ მისი კანის მდგომარეობა იდეალურთან მაქსიმალურად დაახლოებული იყოს (რა კარგად გამომივიდა) .მან კარგად იცის,როგორ კვებოს და დაატენიანოს სახის კანი,ამიტომ ის ახალგაზრდობასაც უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებს.მოვლილ სახეზე მაკიაჟიც ბევრად უკეთ ჯდება.სახის კანს რომ ჯანმრთელი იერი ქონდეს,ის ოდნავ გარუჯული უნდა იყოს,განსაკუთრებით ზაფხულში მეტი არ მოგივიდეთ,რადგან ზედმეტი გარუჯვა კანის დაბერებას იწვევს,რასაც ფოტოდაბერება ჰქვია
4. მაკიაჟი
თანამედროვე ქალი პრაქტიკულად წარმოუდგენელია მაკიაჟის გარეშე,მეტსაც ვიტყვი – კარგ ტონად არც ითვლება აბსოლუტური ნატურალურობა.მაგალიტად,ტუშის გარესე წამწამები გახუნებულად გამოიყურება და თვალი თავის სილამაზესაც კარგავს.ტონალური და კორექტორი კარგი გამოსავალია,თუ სახის კანი იდეალური არ არის.რუჟით კი სახის მოყვანილობის კორექტირებაც კი შეიძლება.მსუბუქი მაკიაჟი ყველა სიტუაციას მოერგება,თუმცა აუცილებელია სადრღესასწაულო მაკიჟის დაუფლებაც.არ გდაგავიწყდეთ,რომ გემოვნებიანი მაკიაჟის გაკეთებისას აქცენტი მხოლოდ თვალზე ან ტუჩზე კეთდება.
5. ხელები
შეიძლება სულ არ გქონდეთ მანიკური გაკეთებული (ჯობს სულ არ გქონდეთ მანიკური,ვიდრე მძველებული), მაგრამ აუცილებელია,რომ ფრჩხილების ფორმა იყოს ლამაზი და ხელი კარგად გამოიყურებიოდეს,იყოს დატენიანებული და მოვლილი.
6. ტანისამოსი
მოვლილი ქალი ყოველთვის სიტუაციიდან გამომდინარე ირჩევს ტანისამოსს.
აი ზოგადაც ის მაჩვენებლები,რაც ერთობლიობაში ქალზე გვიქმნის წარმოდგენას.ჩემის აზრის ეს ნიუანსები ყველა გოგომ უნდა გაითვალისწინოს.არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ,მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ,რომ მოვლილი ვიყო და ეს მეტყობოდეს კიდეც!
