Header Ads

განათლების კომიტეტის წარმომადგენლები ჟვანიას სკოლის ქართული ენის პედაგოგებს შეხვდნენ




ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, მისი მოადგილე გენადი მარგველაშვილი და კომიტეტის წევრი სიმონ ნოზაძე ესტუმრნენ.
დეპუტატები ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის პროგრამის პედაგოგებსა და ადმინისტრატორებს შეხვდნენ, რომლებიც საქართველოს 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრსა და მობილურ ჯგუფებში არაქართულენოვან მოსახლეობას სახელმწიფო ენას ასწავლიან. საუბრისას ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ენის სწავლების აუცილებლობაზე, მიღწეულ შედეგებსა და საჭიროებებზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ჟვანიას სკოლის საქმიანობასა და პროგრამებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა, როგორც საკანონმდებლო, ისე სახელისუფლებო დონეზე.

სტუმრები ასევე გაეცნენ სკოლის ინფრასტრუქტურას.
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.