2018 წელს საქართველოში კიბერდანაშაულთა რაოდენობა გაიზარდა

2018 წელს საქართველოში კიბერდანაშაულთა რაოდენობა გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, იანვარ-აგვისტოს პერიოდში კიბერდანაშაულის 613 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 2017 წელთან შედარებით 111%-ით მეტია. ინფორამციას Navigator-ი ავრცელებს.
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს კიბერდანაშაულის თითქმის 90% გაუხსნელი რჩება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კიბერდანაშაული რამდენიმე მუხლით ისჯება, ესენია:
• მუხლი 284 – კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ამ მუხლისთვის დაწესებული მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა,
• მუხლი 285 – კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 3-წლიანი პატიმრობაა,
• მუხლი 286 – კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა.
წყარო