Header Ads

ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საუდის არაბეთის პრინცის გარემოცვიდანაა

გაზეთმა The New York Times-მა და თურქულმა გამოცემა Yeni Safak-მა გამოაქვეყნა The Washington Post-ის ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის გამოძიების შედეგები. მათ დაასკვნეს, რომ ჟურნალისტი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ რამდენიმე წუთში მოკლეს. ამის შესახებ მოწმობს აუდიოჩანაწერები, რომელიც მკვლელობის დროს გაკეთდა. ეს ჩანაწერები თურქულმა დაზვერვამ მოიპოვა. 

გავრცელებული ცნობით, საუდელმა სპეცსამსახურებმა ჰაშაღის ცემა და წამება დაიწყეს მაშინ როდესაც ის კონსული მუჰამედ ალ ოთაიბის კაბინეტში შევიდა. Yeni Safak-ი ამტკიცებს, რომ ჟურნალისტს მოაჭრეს თითები, შემდეგ თავი და სხეული დაანაწევრეს. 

წამების დროს, კაბინეტში იყო კონსულიც. მან უთხრა მკვლელებს: „ეს ყველაფერი გარეთ ქენით, პრობლემებს შემიქმნით“. ერთმა აგენტმა კი უპასუხა: „თუ ცხოვრება გინდათ, როდესაც დაბრუნდებით არაბეთში, მოკეტეთ“. იქ მყოფმა ექიმმა ყველას შესთავაზა მუსიკის მოსმენა და თვითონ ყურსასმენები გაიკეთა. The New York Times-ის წყაროს ცნობით, ექიმი ამბობს, რომ ასე სტრესს იხსნის. გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტს ინექცია გაუკეთეს, რათა მას ყვირილი შეეწყვიტა. 

İşte adım adım infazcı albayın cinayet trafiği https://t.co/Z3GQZzNhJy

— Sabah Gazetesi (@Sabah) October 17, 2018

ჯამალ ჰაშაღის გაუჩინარების დღეს, სტამბოლში საუდის არაბეთის 15 ვეზირი ჩავიდა, რომლებიც საკონსულოს მახლობლად სასტუმროში დაბინავდა. თურქული წყაროების ცნობით, მათ მოკლეს ჟურნალისტი, დამარხეს მისი ცხედარი საუდის არაბეთის საკონსულოს ეზოში და დატოვეს თურქეთი.

Yeni Safak-ის ცნობით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სალაჰ მუჰამედ ალ ტუბაიგია, რომელიც საუდის არაბეთის შსს-ში ხელმძღვანელის პოსტს იკავებს. ალ ტუბაიგა და სულ მცირე კიდევ 4 არაბი დაკვშირებულია მემკვიდრე პრინცთან მუჰამედ ბენ სალმან ალ საუდთან. მათ შორისაა პრინცის დაცვის სამსახურის წევრი მაჰერ აბდულაზიზ მუთრები.

ჟურნალისტის მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, საუდის არაბეთის საჰაერო ძალების ლეიტენანტი 31 წლის მაშალ საად ალ ბოსტანი რამდენიმე დღის წინ ერ-რიადში ავარიის დროს დაიღუპა. რა როლს ასრულებდა ალ ბოსტანი სპეცსამსახურების ოპერაციის დროს, უცნობია.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.