Header Ads

პუტინი ლუგარის ლაბორატორიის თემას გამოეხმაურა

ვლადიმერ პუტინი

საქართველოში ამერიკელების მიერ წარმოებული გენეტიკური კვლევები შეშფოთებას იწვევს, რადგანაც ეს სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში „ვალდაის“ კლუბის ფორუმზე განაცხადა.

„მე ვერ განვსჯი, რამდენად უტყუარია ეს ინფორმაცია. ამის შესახებ საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რაც რა თქმა უნდა, განგაშის საფუძველს იძლევა. თუ ეს კვლევები ნამდვილად ტარდება, ეს ძალიან სახიფათოა და კავშირშია გენეტიკის სფეროში ბოლო მიღწევებთან. საუბარია პრეპარატებზე, რომლებმაც შესაძლოა იმოქმედოს ადამიანზე შერჩევით, გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფთან მისი კავშირის შესაბამისად,“-აღნიშნა პუტინმა.

თბილისში მდებარე ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არის სრული აბსურდი, რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნათელი მაგალითი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში აღნიშნავენ.

4 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აშშ ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას 5 ოქტომბერს უპასუხა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, რუსეთი აგრძელებს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას რიჩარდ ლუგარის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.