Header Ads

20 მაისი - რა მოხდა ამ დღეს?


დღის მოვლენები

325 : ნიკეის პირველი საეკლესიო კრება - ქრისტიანული ეკლესიის პირველი საბჭო შეიკრიბა.

526 : მიწისძვრამ სირიასა და ანტიოქიაში 300.000 ადამიანი იმსხვერპლა.

1498 : პორტუგალიელმა მკვლევარმა ვასკო და გამამ კალკუტას, ინდოეთი, მიაღწია.

1570 : კარტოგრაფმა აბრაჰამ ორტელიუსმა პირველ თანამედროვე ატლასი გამოსცა.

1631 : გერმანიის ქალაქი მაგდებურგი აიღეს საღვთო რომის იმპერიის ჯარებმა და მთელი ადგილობრივი მოსახლეობა ჩახოცეს, რაც ოცდაათწლიანი ომის ყველაზე სისხლიანი ინციდენტი იყო.

1835 : საბერძნეთის პირველი თანამედროვე მეფე ოტო გახდა.

1854 : ბრძოლა ნიგოითთან, ქართველთა ჯარი ამარცხებს ოსმალებს.

1873 : ლევი სტრაუსმა და ჯეიკობ დეივისმა ლურჯი ჯინსის წარმოების პატენტი მიიღეს. ეს დღე ოფიციალურად ითვლება ჯინსების დაბადების დღედ.

1875: პარიზში 17 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მეტრულ სისტემაზე გადასვლის დოკუმენტს ანუ მეტრულ კონვენციას

1882 : გერმანიამ, ავსტრია-უნგრეთმა და იტალიამ სამმხრივი ალიანსი შექმნეს.

1891 : თომას ედისონის კინეტოსკოპის პროტოტიპის პირველი სახალხო დემონსტრაცია გაიმართა ქალთა ნაციონალური ფედერაციის კლუბის ყრილობაზე.

1886 : გარნიეს ოპერაში მაყურებლებს ექვსტონიანი ჭაღი დაემხო თავს - ერთი გარდაიცვალა და მრავალი დაშავდა.

1902 : კუბამ აშშ-სგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ტომას ესტრადა პალმა გახდა.

1920 : გერმანიის ვაიმარის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეა საბოლოოდ დაიშალა.

1927 : საუდის არაბეთი დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი გახდა (ჯიდას ტრაქტატი).

1940 : აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში პირველი ტყვეები ჩაიყვანეს.

1941 : მმო - კრეტას ბრძოლა - გერმანელი მოდესანტეები კრეტაზე შეიჭრნენ.

1954 : ჩან კაი-ში ტაივანის (ჩინეთის რესპუბლიკა) პრეზიდენტი გახდა.

1963 : სუკარნო ინდონეზიის სამარადჟამო პრეზიდენტად და რევოლუციის დიდ ბელადად გამოცხადდა.

1983 : შიდსის წარმომქმნელი ვირუსის აღმოჩენა პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ საიენსში ლუკ მონტანიესა და რობერტ გალოს მიერ.

1989 : ჩინეთის ხელმძღვანელობა საკომენდანტო საათს აცხადებს ტიანანმენის მოედანზე პროდემოკრატიული დემონსტრაციების ჩასახშობად.

1990 : პირველი პოსტკომუნისტური საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა რუმინეთში.

2002 : აღმოსავლეთი ტიმორი XXI საუკუნის პირველი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.

2003: კოსმოსში გაფრინდა პირველი კერძო კოსმოსური ხომალდი SpaceShipOne.

2003: ვატიკანმა გამოსცა თანამედროვე სიტყვების ლათინური ლექსიკონი. სადაც შესულია ისეთი ცნებები რომელთა შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ ძველ რომაელებს, მაგალითად ინტერპოლი, ვიდეოფონი ბესტსელერი და ა.შ

2007 : ბუქარესტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატში ნესტორ ხერგიანმა 60 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

2009 : მანმოჰან სინგჰი ინდოეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს მეორე ვადით, პირველი შემთხვევა ჯავაჰარლალ ნერუს შემდეგ.

2010 : მეცნიერებმა ჯ. კრეიგ ვენტერის ინსტიტუტიდან წარმატებით განახორციელეს სინთეზირებული გენომის არსებულ უჯრედში ტრანსპლანტაცია.

2012 : ტომისლავ ნიკოლიჩი სერბეთის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი1799 : ონორე დე ბალზაკი ფრანგი მწერალი.

1901 : ეივე, მაქს მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში (1935-1937).

1914 : ალიო ადამია ქართველი მწერალი. (გ. 1980)

1915 : დაიანი, მოშე ისრაელის სამხედრო მოღვაწე.

1925 : ტუპოლევი, ალექსეი რუსი ავიაკონსტრუქტორი.

1944 : კოკერი, ჯო ბრიტანელი მომღერალი.

1944 : შერი ამერიკელი მომღერალი და მსახიობი.

1956 : აკუნინი, ბორის მწერალი და მთარგმნელი.ამ დღეს გარდაცვლილნი

1506 : ქრისტეფორე კოლუმბი იტალიელი მკვლევარი.

1923 : კოტე აფხაზი ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე

2012 : რობინ გიბი ჯგუფ ბი ჯიზის წევრი.

2013 : რეი მანზარეკი ჯგუფ The Doors-ის კლავიშისტი.

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი.

იმპერატორ კონსტანცის დროს იერუსალიმის ცაზე პატიოსანი ჯვრის გამოცხადების სასწაულიაკაკი ასისთავი

აგრეთვე:კამერუნი - უნიტარული სახელმწიფოს გამოცხადების დღე (1972).

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.