2017-2018 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები დაიწო

მე-12 კლასის მოსწავლეები გამოცდას ოთხ საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენები, ისტორია და მათემატიკა) ჩააბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებისთვის 49 ათასზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული.
გამოცდებამდე ერთი დღით ადრე, მოსწავლეებმა გაიარეს პრეტესტი. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო, რათა მონაწილეები უკეთესად გასცნობოდნენ საგამოცდო პროცესს.
გამოსაშვები გამოცდები წელსაც ორ ეტაპად მე-11 და მე-12 კლასებში ჩატარდება. მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის საგამოცდო პროცესი 12 ივნისს დაიწყება. სასწავლო წლის ბოლოს ისინი იმ საგნებს აბარებენ, რომელთა სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია).
გთავაზობთ 2017-2018 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების (მე-12 კლასი) ჩატარების განრიგს:
20 მაისი: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული, როგორც მეორე ენა, გეოგრაფია,
21 მაისი: უცხოური ენები, ბიოლოგია,
22 მაისი: ისტორია, ფიზიკა,
23 მაისი: მათემატიკა, ფიზიკა,
24 მაისი - ქიმია.
