რომის პაპი კიმ ჩენ ინის მიწვევას განიხილავს

რომის პაპმა ფრანცისკემ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ზეპირსიტყვიერი მიწვევა მიიღო. ინფორმაციას სამხრეთკორეელი მაღალჩინოსნები ავრცელებენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ვატიკანში განმარტავენ, ვიზიტის მიზანს განიხილავენ. როგორც რომის პაპი აცხადებს, კიმ ჩენ ინის ზეპირსიტყვიერი მიწვევა დასაფასებელია, თუმცა წერილობითი უკეთესი იქნებოდა.
კათოლიკური ეკლესიის ლიდერი ფხენიანში სავარაუდოდ მომავალ წელს ჩავა. რომის პაპი 2019 წელს იაპონიაში გეგმავს ვიზიტს.
მუნ ჯე ინი რომის პაპს ვატიკანში შეხვდა.
კიმ ჩენ ინსა და მუნ ჯე ინს შორის ბოლო შეხვედრა გასულ თვეში შედგა. პაპის მიწვევის შესახებ ჩრდილოკორეელმა ლიდერმა სამხრეთელს სწორედ ამ შეხვედრაზე უთხრა.
წყარო