შსს: გამტაცებლები მძევლის ოჯახს 3 მილიონს თხოვდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს დილით წყალტუბოს სოფელ მაღლაკში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგებს განმარტავს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ლადო ბორცვაძის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად მძევალი გათავისუფლდა. მის ოჯახს გამტაცებლები სამ მილიონ ლარს თხოვდნენ. მშობლებმა კი ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან და მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია მიაწოდეს.
რაც შეეხება დანაშაულებრივ დაჯგუფებას, უწყების წარმომადგენელი აკონკრეტებს, რომ მისი ათივე წევრია ამჟამად დაკავებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მძევლად ხელში ჩაგდებას და 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო