Header Ads

უზენაესმა სასამართლომ ნავთლუღის საქმეზე ახალაიას და დგებუაძის განაჩენი ძალაში დატოვა

ნავთლუღის საქმე

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 11 ოქტომბერს მიღებული განჩინებით დაუშვებლად ცნო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენზე. ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

საქმე ეხება დათა ახალაიას და გიორგი დგებუაძის ბრალეულობას, 2006 წლის 12 იანვრის ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს 3 ახალგაზრდის მკვლელობის საქმეში.

27 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, ბაჩო ახალაიასა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ 2016 წელს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

2017 წლის 21 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დათა ახალაია დამნაშავედ ცნო ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

ამავე საქმეზე  გიორგი დგებუაძე დამნაშავედ ცნეს ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის

დათა ახალაიას განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, 2 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება.

გიორგი დგებუაძეს კი სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, მასვე 2 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით, გიორგი დგებუაძეს წარდგენილი ბრალი - განზრახ მკვლელობა - გადაუკვალიფიცირდა განზრახ მკვლელობაში დახმარების გაწევის ბრალდებით. რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებას, სასამართლომ ის გაამართლა. გამამტყუნებელი განაჩენის შესაბამისად, გია დგებუაძეს „ამნისტიის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება.  გია დგებუაძეს პატიმრობის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადაციო პატიმრობის და ასევე წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა.

17 ოქტომბერს, პროკურატურის მიერ გავცელებული ინფორმაციით, გიორგი დგებუაძე ასევე ბრალდებულია ბიზნესმენ ბადრი პარაკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეში.

2006 წლის 12 იანვრის ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს 3 ახალგაზრდა სამი საკონტროლო გასროლით მოკლეს. 10 წლის წინ პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ახალგაზრდები პატიმრებს ციხიდან გაქცევაში უნდა დახმარებოდნენ.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.