კანადის პრემიერმა ლგბტქ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა - www.saintereso.tk
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ წლების განმავლობაში მთავრობის მხრიდან დისკრიმინაციის გამო ლგბტ თემს ბოდიში მოუხადა.
"ჩვენ ერთმანეთს მხარს დავუჭერთ ჩვენს თანასწორობისთვის ბრძოლაში. კანადა საერთაშორისო მასშტაბით აიმაღლებს ხმას ლგბტქ საზოგადოების უფლებებისთვის...
ლგბტქ ადამიანებო, ახალგაზრდებო და ხანდაზმულებო, კანადასა და მის გარეთ, ჩვენ გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ.
ლესბოსელებს, გეებს, ბისექსუალებს, ტრანსგენდერ ადამიანებს ბოდიშს ვუხდით შევიწროებისთვის. კანადის მთავრობა, პარლამენტი და კანადელი ხალხი - არასწორად ვიქცეოდით, ვწუხვართ, ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ", - განაცხადა ტრუდომ
წარმომადგენლობით პალატაში სიტყვით გამოსვლისას ჯასტინ ტრუდომ ისაუბრა ლგბტქ ადამიანების დევნასა და დისკრიმინაციზე
"წარმოიდგინეთ რომ ქვეყანა, რომლისთვისაც მზად ხართ ყველაფერი გაიღოთ, არ ჭირდებით, არ გაღიარებთ და აღგიქვამთ როგორც ნაკლულს ან საფრთხედ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. არა იმიტომ რომ არ შეგიძლიათ საქმის გაკეთება, არა იმიტომ რომ პატრიოტიზმის ნაკლებობა გაქვთ, ან თუნდაც მოტივაციის, არამედ მხოლოდ იმიტომ თუ ვინ ხართ თქვენ და ვინ არიან თქვენი სექსუალური პარტნიორები”. წარმოიდგინეთ რომ მუდმივად გიწევთ ბრძოლა იმ უფლებებისთვის, რომელზე წვდომაც თქვენ სხვა თანამოქალაქეებს ჩვეულებრივ აქვთ, წარმოიდგინეთ რომ თქვენ კრიმინალიზებული ხართ მხოლოდ იმის გამო თუ ვინ ხართ თქვენ. დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ სისტემურ დევნაზე, კრიმინალიზაციაზე და ძალადობაზე რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი და ინტერსექსი მოქალაქეების მიმართ. იმედი მაქვს რომ ამ უსამართლობაზე საუბრით და პირობის დადებით რომ ეს აღარასოდეს განმეორდება ჩვენ შევძლებთ ჭრილობების მოშუშებას" – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ. [თარგმანი equality.ge]