ქართული მაფიის წინააღმდეგ ესპანეთში სპეცოპერაცია ჩატარდა -www.saintereso.tk
ესპანეთის ნაციონალური პოლიციის კორპუსმა კატალონიაში დღეს ქართული მაფიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაიწყეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გაზეთი Periodico პოლიციელებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციელებმა ბარსელონაში რამდენიმე სახლი გაჩრიკეს. აღნიშნული ქართული ორგანიზებული ჯგუფის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მადრიდშიც მიმდინარეობს.
გაზეთის მონაცემებით, დაკავებულებს შორისაა ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერის ცოლი.
"პირველი" არკვევს, ინფორმირებული იყო თუ არა წინასწარ ქართული მხარე დაგეგმილი სპეცოპერაციის შესახებ.