Header Ads

ჩხოროწყუში ყოფილ პედაგოგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების ყოფილ პედაგოგს, 70 წლის მამაკაცს ამავე სკოლის ქალთა გუნდის მოსწავლე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.


როგორც სპორტსკოლის ხელმძღვანელი რამახ კოხია აცხადებს, თემაზე კონკრეტული დეტალები მისთვის უცნობია. რაც შეეხება პედაგოგს, მან სამსახური რამდენიმე დღის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.


„აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩემთვის კონკრეტული დეტალები უცნობია. ვერაფერს გეტყვით. პედაგოგმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე წინა კვირას დატოვა“, – განაცხადა რამაზ კოხიამ.


პირველი არხის ინფორმაციით, გოგონას სამართადაცველებისთვის არ მიუმართავს.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.