Header Ads

რუსეთის კაფეში ნიღბიანი პირები შეიჭრნენ და პილმენები მოიპარეს

ეკატერინბურგში, ღამით, უცნობმა პირებმა ქალაქის ცენტრში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე კაფე გაძარცვეს. ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწესებულების ერთ-ერთი დამფუძნებელი, მზარეული ვლადიმერ ოლკნიცკი წერს.

ოლკნიცკი აცხადებს, რომ ძარცვა ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა, როდესაც კაფეში მყიდველები უკვე აღარ იმყოფებოდნენ და ის უნდა დაეკეტათ. 'დარბაზში მხოლოდ მზარეულები იყვნენ. სამი უცნობი ადამიანი შეიჭრა, თუმცა სალაროში თანხა ვერ იპოვეს“, -აცხადებს წყარო და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ სალაროში თანხა არ იყო, მძარცველებმა საყინულედან პელმენი წაიღეს. ვლადიმირ ოლკნიცკის განცხადებით, საყინულეში 50 კილოგრამი პელმენი იყო. 

კაფის მფლობელებმა განაცხადეს, რომ პოლიციაში განცხადება დაწერეს, ამჟამად კი ისინი ყაჩაღებს ეძებენ.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.