Header Ads

მამაკაცი ესკალატორში ჩავარდა



სტამბოლის მეტროში მამაკაცი ესკალატორში ჩავარდა.


ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

შემთხვევა „აიაზანას“ მეტროსადგურში მოხდა.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ადამიანები გაჩერებულ ესკალატორზე გადაადგილებას ცდილობდნენ, რა დროს კიბეები ამუშავდა და კიბის ერთ ცარიელ ნაწილში კაცი მოიყოლა.

მამაკაცის ამოყვანა მხოლოდ ერთი საათის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტროს თანამშრომლების განცხადებით, ესკალატორი არ მუშაობდა, მის წინ კი გამართხილებელი ნიშანი იდგა, თუმცა ადამიანები ესკალატორით სარგებლობას აგრძელებდნენ.




 



წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.