შაქრო კალაშოვი მოსკოვის სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი, იგივე „შაქრო მალადოი“ და მისი ცამეტი თანამზრახველი გამოძალვაში დამნაშავედ ცნეს.
ეს გადაწყვეტილება მოსკოვის ნიკულინსკოეს სასამართლომ გამოიტანა. როგორც რუსული მედია იტყობინება, სახელმწიფო ბრალდება შაქრო კალაშოვისთვის 10 წლიან პატიმრობას და 700 ათას რუბლ ჯარიმას ითხოვდა. საბრალდებო დასკვნაში ე.წ კანონიერი ქურდი მოხსენიებულია, როგორც „რუსეთის კრიმინალური სამყაროს ლიდერი“კალაშოვს და მის ხალხს ბრალს სდებენ 8 მილიონი რუბლის გამოძალვაში. მათ ეს ფული რესტორან Elements-ის მფლობელს ჟან კიმს გამოძალეს. ასევე 10 მილიონი რუბლი გამოსძალეს „ნორდნეფტეგაზის“ გენდირექტორ ლევ გარამოვს.
