სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა და სტრატეგია დაამტკიცა. ინფორმაციას Ipress-ი ავრცელებს.
კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა დოკუმენტების პრეზენტაციისას სტრატეგიის შექმნის ექვსთვიანი ისტორია და დინამიკა მიმოიხილა. მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ სტრატეგია აერთიანებს ოთხ მიზანს და მათ მისაღწევად შესასრულებელ 12 ამოცანას. მისი თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტი დაეხმარება კომიტეტს საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში, ხელს შეუწყობს სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში კომიტეტის პრაქტიკულ მონაწილეობას. წარმოდგენილი სტრატეგია ასევე უზრუნველყოფს კომიტეტის კოორდინირებულ მოქმედებას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ამ სფეროში ჩართულ სხვა სუბიექტებთან.
კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, სტრატეგია მოემსახურება შემდეგი მიზნების მიღწევას: კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის გაუმჯობესებას, საჯაროობის, ანგარიშვალდებულებისა და თანამონაწილეობის პრინციპზე დაფუძნებული საქმიანობის წარმართვას, კომიტეტის ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებას.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფართომასშტაბიანი პრეზენტაცია 26 აპრილს გაიმართება.
სრულად
