ტრამპმა კიმ ჩენ ინის პეკინში ვიზიტის შესახებ იცოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ სი ძინპინისგან ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის პეკინი ვიზიტის შესახებ შეტყობინება მიიღო.
“გუშინ ღამით მივიღე შეტყობინება ჩინეთიდან, სი ძინპინისგან, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა და რომ კიმ ჩენ ინი ჩემთან შეხვედრას ელოდება. ამავდროულად, სამწუხაროდ, მაქსიმალური სანქციების და წნეხის შენარჩუნება აუცილებელია!“, - წერს ტრამპი Tvitter-ზე.
Received message last night from XI JINPING of China that his meeting with KIM JONG UN went very well and that KIM looks forward to his meeting with me. In the meantime, and unfortunately, maximum sanctions and pressure must be maintained at all cost!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) March 28, 2018
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი პეკინში არაოფიციალურ ვიზიტს დღეს დაასრულებს. ეს მისი პირველი გასვლაა საზღვრებს გარეთ ქვეყნის მეთაურის რანგში. ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან ის ორ ქვეყანას შორის სამუდამო მეგობრობაზე შეთანხმდა.
პეკინში ამ შეხვედრის შესახებ ცნობილი 26 მარტს გახდა. ინფორმაციას საიდუმლო მატარებლის გამო გავრცელდა, რომელმაც ჩრდილოეთ კორეიდან გეზი პეკინისკენ აიღო. ამ მატარებლის გამო საქალაქო მატარებლების დღის წესრიგში ცვლილება შევიდა. ადგილზე მობილიზებული იყო გაძლიერებული დაცვა.
ფიქრობენ, რომ ეს ისევ ის ბრონირებული მატარებელია, რითაც კიმ ჩენ ინის მამა ჩავიდა პეკინში.
ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის პერსპექტივის შესახებ 9 მარტს გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს მაისის ბოლოს შეხვდებიან.
სრულად
