Header Ads

გედევან ფოფხაძე: სადაც ბევრი ფულია, შესაძლო კორუფციის რისკიც მაღალია

უმრავლესობის დეპუტატის გედევან ფოფხაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიმართ კითხები ლოგიკურია, რადგან უწყებას აქვს მაღალი ბიუჯეტი.

'კითხვები შეიძლება გაჩნდეს, რადგან ინფრასტრუქტურუს სამინისტროს აქვს მაღალი ბიუჯეტი. თუმცა, ალავიძის საქმიანობის მიმართ შესაძლო კორუფციაზე ლაპარაკი არ არის. მე რომ მქონდეს ეს ეჭვები, ამის შესახებ ვილაპარაკებდი. თუ არსებობს ფაქტები შესაბამისი სასახურები იმუშავებენ,'- განაცხადა ფოფხაძემ.

ოპოზიციის აზრით, ალავიძე პოსტიდან კორუფციული გარიგებების გამო გადააყენეს. დღესვე ევროპულმა საქართველომ გზების დეპარტამენტთან დაკავშირებული მასალები სუსს მიაწოდა. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ პოსტი განცხადების საფუძელზე დატოვა. ალავიძეს კერძო სექტორში დაბრუნება სურს.

ზურაბ ალავიძეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი შეცვლის.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.