თბილისში ქვესადგური „ჩუღურეთი“ გაიხსნა

კომპანია „თელასმა“ ახალი 35/6 კვ ორტრანსფორმატორიანი ქვესადგური „ჩუღურეთი“ ააშენა, რომელიც „თეც“-ის მოძველებული ქვესადგური ჩაანაცვლა.
ახალი ენერგოობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება თბილისის ორი ცენტრალური რაიონის - ჩუღურეთის და მთაწმინდის, 25 ათასამდე აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხს და საიმედოობას გააუმჯობესებს.
ქვესადგურის გახსნის ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, სსს „ინტერ რაო-ს“ ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა და თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი დაესწრნენ.
სრულად
