კემეროვოში ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რომელშიც ბავშვები ისხდნენ

კემოროვოს ოლქის ტოპკინსკის რაიონში ავტობუსს, რომელსაც ხელბურთელ ბავშთა გუნდი გადაჰყავდა ცეცხლი გაუჩნდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ავტობუსს ბავშვები აეროპორტში მიჰყავდა, საიდანაც ისინი ხანტი-მანსიისკში უნდა გადაფრენილიყვნენ. თუმცა, გზაზე ავტობუსის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა.
ავტობუსში სულ 11 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი მძღოლი, ერთი გამყოლი პირი და ცხრა სპორტსმენი ბავშვი.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
28 მარტს ვლადიმირში ავტობუსს გაუჩნდა ცეცხლი, რომელშიც ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. ამ შემთხვევაშიც არავინ დაშავებულა.
