Header Ads

ბორჯომის სოფელ ყვიბისში, პერიოდულად, მდინარის გაუფილტრავი წყალი მოდის

ბორჯომში, სოფელ ყვიბისში, სასმელი წყლის სათავე ნაგებობაში, პერიოდულად, მდინარე ყვიბისურას გაუფილტრავად უშვებენ, რაც მის დაბინძურებას იწვევს. გასულ კვირას სათავე ნაგებობასთან მეწყერიც ჩამოწვა და ადგილობრივების ონკანებში ტალახიანი წყალი წამოვიდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ყავისფერი წყალი სოფელში მცხოვრები 800 ოჯახის ონკანში, ერთი კვირა მოდიოდა. სოფელში ამბობენ, რომ ეს წყალი არც სასმელად ვარგოდა და არც ტექნიკური მოხმარებისთვის. მინარევებმა კი ბევრს წყლის ელექტროგამაცხელებლები გაუფუჭა.

გამოცემის ცნობით, ახლა ონკანებში ჭუჭყიანი წყალი აღარ მოდის, თუმცა მთავარი პრობლემა ყვიბისისთვის ეს არ არის. 

'სათავე ნაგებობა არის უნიკალური, საუკეთესოდ გაფილტრულ წყალს ვღებულობთ, მაგრამ 24 საათში შეკრებილი წყალი ექვს საათში იცლება, ამაშია პრობლემა. როცა 400 ტონა წყალს დაცლიან ექვს საათში, შემდეგ წყალს ითხოვენ და ითხოვენ აგრესიულად. ამიტომ, იძულებული არიან გაუფლიტრავი წყალი გაუშვან სოფელში და 18 საათი მიდის ნაგავი წყალი“, – ამბობს ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსიზურაბ ქიტიაშვილი.

სოფელ ყვიბისში სათავე ნაგებობა 2016–2017 წლებში შეაკეთეს. სამუშაოები 400 000 ლარი დაჯდა. ზურაბ ქიტიაშვილი ამბობს, რომ ახლა სოფლის დაქსელვა და გამრიცხველიანება იგეგმება და ამან შეიძლება პრობლემა ნაწილობრივ მოაგვაროს.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.