იანოშ ჰერმანი: შეჩერების მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობას ვერ ვხედავ
ვიზალიბერალიზაციიდან განვლილ 1 წელს “ქრონიკასთან“ ევროკავშირის ელჩი აფასებს. იანოშ ჰერმანია კმაყოფილია და ამბობს, რომ 250 ათასი შემთხვევიდან მხოლოდ მცირემ დაარღვია პირობები.ამიტომ, ევროპელი დიპლომატი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობას ვერ ხედავს.
ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან დღემდე, 1 წლის განმავლობაში, უვიზო რეჟიმით საქართველოს 192 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. თითოეულმა მოქალაქემ საზღვარი რამდენჯერმე გადაკვეთა, შესაბამისად, დაფიქსირებულია საზღვრის 250 ათასზე მეტი კვეთა.
ამასთან, ერთი წლის განმავლობაში, შენგენის ზონაში შესვლაზე უარი საქართველოს 1001 მოქალაქეს უთხრეს.
სრულად
