Header Ads

მოზარდის დაჭრაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადიანის ქუჩაზე არასრულწლოვნის დაჭრაში ბრალდებულ მოზარდს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ imedinews სასამართლოში განუცხადეს.

ცივი იარაღით არასრულწლოვნის დაჭრაში ბრალდებული 27 მარტს დააკავეს.15 წლის მოზარდი დადიანის ქუჩაზე 14 მარტს, დღისით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დანაშაულს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული. მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ცნობისთვის, სხდომა დახურული იყო და მას ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენელი დაესწრო.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.