ცნობილია ვინ ჩამოდის Tbilisi Open Air 2018-ზე

Tbilisi Open Air-ის 2018 წელს Lisi Wonderland-ში 22-24 ივნისს გაიმართება. სამდღიანი მუსიკალური ფესტივალის განმავლობაში 4 სცენაზე 70-მდე არტისტი დაუკრავს.
ფესტივალის მთავარი გამომსვლელები არიან: 22 ივნისი - კაიაკატა, 23 ივნისი - მოლოკო, 24 ივნისი - ტომ ოდელი.
საწყის ეტაპზე, 28 მარტიდან 16 აპრილის ჩათვლით, გაიყიდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის (1500) 3-დღიანი აბონემენტი. ფასი - 110 ლარი. ამ პერიოდში თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელებისთვის იმოქმედებს 20%-იანი ქეშბექი.
აბონემენტის საბოლოო ფასი 170 ლარი იქნება (ქეშბექის გარეშე). დღიური ბილეთები 17 აპრილიდან გაიყიდება.სრულად
