Header Ads

ქუთაისის ბიუჯეტში 1 579 900 ლარის ცვლილება შევიდა

დღეს ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს და მხარიც დაუჭირეს. საბოლოოდ, ადგილობრივ ბიუჯეტში 1 579 900 ლარის ცვლილება შევიდა. სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა და კენჭისყრაში ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო. ინფორმაციას 'ნიუპრესი' ავრცელებს.

ბიუჯეტიდან დამატებით 92 ათასი ლარის მობილიზება გახდა საჭირო კრედიტის დასაფარად, 90 ათასი ლარის დამატება დასჭირდა საპროექტო სამუშაოებისაც.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის, დამატებით, 720 ათასი ლარი გამოიყო, გზების ორმოული  შეკეთებისათვის 500 ათას ლარს 290 ათასი დაემატა, 12 000 ლარით გაიზარდა საგრანტო პროგრამის 'კატასტროფების მართვის' ბიუჯეტი. ასევე, ადმინისტრაციული შენობების რეკონსტრუქციისათვის დამატებით 300 ათასი ლარი გამოიყო,  ახალი ბაღის მშენებლობისათვის კი 120 ათასი ლარი რეგფონდიდან დაემატება. 

სანაცვლოდ, 160 ათასი ლარით შემცირდა ქუთაისში საყრდენი და დამცავი კედლის მშენებლობის პროგრამა, 50 ათასი ლარით შემცირდა კორპუსების რეაბილიტაციისა და პანდუსების მოწყობის ბიუჯეტიც.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.