ეკა ბესელია:IRI- ს კვლევა გარკვეული ჯგუფების პოლიტიკურ სურვილებს გამოხატავს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას შეფასებით, IRI-ს კველევა არსებითად არის აცდენილი და ის საქართველოში გარკვეული ჯგუფების პოლიტიკური სურვილების გამომხატველია."ჩვენ პატივს ვცემთ IRI-ს, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, აშშ-ს საკმაოდ კომპეტენტურ ორგანიზაციას, თუმცა რაც შეეხება ჩატარებულ კვლევებს, ჩვენ ხშირად გამოგვიხატავს პოზიცია მსგავსი კვლევების ჩამტარებელი ორგანიზაციების მიმართ, რომლის მიმართ ნდობა არაა - ნდობა არ არის, რადგან აცდენილია ყოველთვის არჩევნების შედეგებს და რეალობას.
ჩვენ ყოველი წელი გვაქვს საარჩევნო წელი ერთი წლის გამოკლებით და არჩევნების შედეგები ყველაზე კარგი ინდიკატორია რა განწყობა აქვს მოსახლეობას.
ეს კვლევები კი როგორც წესი, არა რეალურ სურათს, არამედ, საქართველოში გარკვეული ჯგუფების პოლიტიკურ სურვილებს უფრო გამოხატავს და არსებითად არის აცდენილი რეალობას", - აცხადებს ბესელია.
წყარო