Header Ads

თამაზ გაიაშვილი - "ტავ ჯორჯიას" არ სურს რომ ავიაბილეთები იყოს იაფი


ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" დამფუძნებელმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანიასთან, "ტავ ჯორჯიასთან" დაკავშირებით განაცხადა რომ მათ არ სურთ ავიაბილეთები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს.

'ჩვენ შევეცადეთ რომ ჯერ კიდევ შარშან 'ტავ ჯორჯიასთან' გველაპარაკა ამ თემებზე რომ ვაპირებთ რეისების ზრდას 60%-ით, დავსხდეთ ვილაპარაკოთ როგორ გავაკეთოთ ისე რომ ბილეთების ფასები იყოს დაბალი და ყველასათვის ხელმისაწვდომი, წელიწადზე მეტია ვეხვეწები რომ დავჯდეთ სალაპარაკოდ, ვერაფრით თურქები ვერ დავსვი სალაპარაკოდ, იმიტომ რომ მათ არ სურთ ლაპარაკი, არ სურთ ქართული მოსახლეობისთვის სოლიდარობის გამოცხადება, დღემდე ისინი ყველაფერს აკეთებენ რომ მაღალი შემოსავალი მიიღონ. მე არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო, მაღალ შემოსავალს მაღალი მომსახურეობის დონე ჭირდება, მაგრამ საამისო არაფერი გაკეთებულა.' - ამის შესახებ ავიაკომპანია 'ჯორჯიან ეარვეისის' დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა ტელეკომპანია 'კავკასიას' ეთერში ისაუბრა.

ვრცლად იხილეთ : https://www.facebook.com/Geoairwayss/videos/1995689873839139/

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.